იეჰოვას მოწმე უხუცესები, ალექსანდრე ბარნაბიშვილი და დავით ჩხიკვაძე ტაბულას საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხობენ. იციან თუ არა ფრენა, დადიან თუ არა წყალზე, გვივარდებიან თუ არა სახლში და ყიდულობენ თუ არა გაჭირვებულ ადამიანებს იეჰოვას მოწმეები მატერიალური დაინტერესების ფასად.
სანამ ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გარადამოსვლის შესახებ მედია ქადაგებით არემარეს გააყრუებს, ჩვენ თეოლოგ ლევან აბაშიძესთან ერთად იერუსალიმის ცეცხლის ნამდვილ მნიშვნელობაზე ვიმსჯელებთ. შეიძლება თუ არა, იყო მართლმადიდებელი, მაგრამ არ გჯეროდეს ცეცხლის სასწაულის?
Комментариев нет:
Отправить комментарий