(ნაწყვეტი, ბაირონიდან)
ადამი
ღმერთო უკვდავო! უბოლოო! მაღალო სიბრძნე!
ვინც ერთის სიტყვით - უფსკრულისა გულსა წყვდიადსა
წყალსა სინათლე გარდმოასხი და ზედ მოჰფინე, -
თაყვანსა გცემ მე! იეგოვავ! დილისა ჟამსა
თაყვანსა გცემ მე!
ევა
ღმერთო! ვინცა დღეს საამოსა
გვაძლევ, და გაჰყავ ღამე - ბნელი, დილა - ნათელი,
რომელმანც გაჰყავ მიწა, წყალი და სამყაროსა -
მაგ ერთ ნაწილსა შენ ქმნულების - მოეც სახელი,
თაყვანსა გცემ მე!
აბელი
ღმერთო! ვინცა არაფრით შეჰქმენი
მიწა, ჰაერი, ოკეანე, ცეცხლი, სივრცენი,
რომელმაც შეჰქმენ სინათლე დღის, ბნელი ღამისა, -
რადგანც ქვეყნებსა ეფინება შენივ ნათელი
და შენი ჩრდილი; შემდეგ ღამის - დღის გაჩენისა,
ღმერთო, რომელმაც შეჰქმენ ფორმა ყოველ არსისა,
რათა იხაროს, იტრფიალოს და შეიყვაროს,
რათა შენ თითონ, იოგოვავ, მან შეგიყვაროს,
ღმერთო! თაყვანს გცემ! თაყვანს გცემ მე!
ადამი
ღმერთო უკვდავო!
[1860 წ.]
ციტირებულია წიგნიდან:
ილია ჭავჭავაძე
თხზულებათა
სრული
კრებული
ოც
ტომად
თბილისი
1988 წ.
------------------------
თხზულებანი
ტომი III
მხატვრული
თარგმანები
"მეცნიერება"
საბჭოთა საქართველო"
1988
თხზულებანი
ტომი III
მხატვრული
თარგმანები
"მეცნიერება"
საბჭოთა საქართველო"
1988
Комментариев нет:
Отправить комментарий