понедельник, 10 февраля 2014 г.

საღვთო სჯულის სწავლებაზე შედგენილი და გამოცემული არხიმანდრიტის ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ




















































ისრაელთა სამეფოში მცხოვრებნი წინასწარმეტყველნი:

ილია. 3 მეფ. 17 და სხ. ელისე 4 მეფ. 2,3,4 და 13 თ. 20-21.
                                    იონა, იონ. წინ. წიგნი.


    წინასწარმეტყველი ილია. ილია წინასწარმეტყველი ცხოვრებდა ისრაელების სამეფოში უღვთო აქაბ მეფის დროს. აქაბი თაყვანს სცემდა ბაალის და ასტარტის კერპებს. ილია აქაბს და ისრაელებს სასტიკად აუგებდა კერპ-თაყვანის ცემისათვის. მან 
იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი დასჯის მათ უწვიმრობით შიმშილობით, ილიას წინასწარმეტყველება აღსრულდა: წელიწად ნახევარს არ მოსულა არც წვიმა და არც ცვარი, შეიქმნა შიმშილობა. ამ დროს ილია ცხოვრებდა უდაბნოში ერთ წყაროს პირზე, სადაც ყორნები უზიდავდა მას საჭმელს. ხოლო როცა წყარო დაშრა, ის წავიდა სარეპტას და იქ ერთ ღარიბ ქვრივ დედა-კაცთან ცხოვრებდა, მას ჰქონდა ერთი მუჭი ფქვილი და ცოტა ზეთი, რომელთაც ილიას სიტყვის გამო არ აკლდებოდა, სანამ შიმშილობა იყო. ამ ქვრივი დედა~კაცის შვილი ავად გახდა და მოკვდა, მაგრამ ილიას ლოცვით ის გაცოცხლდა. ამასობაში გავიდა სამ წელიწად ნახევარი და ილია კიდევ მივიდა აქაბთან და უთხრა მას, რომ თაყვანის ცემა უნდა მხოლოდ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, ხოლო რომ ვიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი, შევსწიროთ მსხვერპლი: თქვენ თქვენ ღმერთს და მე ჩემსას, მაგრამ ცეცხლს ნუ შეუკეთებთ და ვინც გამოგვიგზავნის ზეციდან ცეცხლს, ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, ყველანი დათანხმდნენ. მაგრამ ბაალმა არ გამოუგზავნა ცეცხლი ქურუმებს, რომლებიც საღამომდინ ყვიროდნენ: "ბაალ, ბაალ! ისმინე ჩვენი, გამოგვიგზავნე ჩვენ ზეციდან ცეცხლი." მერმე ილიამ მოამზადა თავისი მსხვერპლი და ილოცა: "უფალო, ღმერთო! შეისმინე ჩემი რომ გიცნოს ამ ხალხმა, რომ შენ ხარ უფალი, ღმერთი!" უეცრად ზეციდან ჩამოვარდა ცეცხლი, დაეცა მსხვერპლს და დასწვა იგი. მთელი ხალხი მიწაზედ დაეცა და ხმა მაღლა დაიყვირა: "იეგოვა არს ღმერთი"! მერმე ილია ავიდა მთაზე, ილოცა ღმერთი და მოვიდა ძლიერი წვიმა. ილია წინასწარმეტყველი ცეცხლის ურმით ცოცხლად ზეცას იქმნა აღტაცებული. ეს დაინახა მისმა მოწაფემ წინასწარმეტყველმა ელისემ.


გვერდი 35, 36


პირველი დაწყებითი დარიგება

საღვთო სჯულის 
    სწავლებაზე

შედგენილი და გამოცემული

დასაწყის სახალხო შკოლებისათვის საქართველოს საექსარ
                                             ხოსოისა.

მოწამეთის მონასტრის წინამძღვრის

არხიმანდრიტის ნესტორ ყუბანეიშვი
                              ლის მიერ.

                       გამოცემა მეათე.

                     ფასი ერთი აბაზი.

                             ქუთაისი.
მსწრაფლ - მბეჭდავი სტამბა "ძმობისა"
                                   19.

Комментариев нет:

Отправить комментарий