понедельник, 10 февраля 2014 г.

კონსტანტინე გამსახურდია II ნაწილი

დაუკარ სანჯი

ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი
და გადავლახე უდაბნო ვრცელი,
ჩემი მიჯნური, გვრიტი მწყაზარი,
უკვე მიმელის...
დაუკარ სანჯი...

თუნდ იყოს მრუმე ეგ ღამე გიშრის,
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...

ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
ათასი მთვარე ისევ ამოვა,
ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...

ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა,
ვერც ნათესავთა მშიერი ხროვა,
ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი,
დაუკარ სანჯი...

1940 წ. ტფილისი.



გვერდი 553

ციტირებულია წიგნიდან

კონსტანტინე 
გამსახურდია

თხზულებათა
ათტომეული

თბილისი

1980 წ

თხზულებანი

ტომი VI

Комментариев нет:

Отправить комментарий